skip to content
ახალი ამბები

სოხუმში ქართველს სიკვდილი მიუსაჯეს

(თბილისი, 25 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა ელენე თევდორაძემ განაცხადა, რომ სოხუმში ახლახანს ეროვნებით ქართველს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

“საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. ის, რაც სოხუმში ხდება კიდევ ერთხელ ადასტურებს დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სასიკვდილო განაჩენის აღსრულების თავიდან ასაცილებლად”, – თქვა თევდორაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია, რომელიც საქართველოში იმყოფება ვიზიტით, სოხუმში ვიზიტისას შეხვედრებზე ამ საკითხს დღის წესრიგში დააყენებს.

ევროპარლამენტის დელეგაცია 26 თებერვალს გაემგზავრება აფხაზეთში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button