skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე აფხაზეთის საკითხს ვენაში დააყენებს დღის წესრიგში

(თბილისი, 19 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ვენაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში.

ბურჯანაძე საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში აფხაზეთისკონფლიქტისა და რუსეთ-საქარტველოს ურთიერთობების საკითხების დაყენებას აპირებს.

ვენაში ბურჯანაძესთან ერთად გაემგზავრნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი და დეპუტატი ადა მარშანია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button