ახალი ამბები

ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტი მოსკოვში

(თბილისი, 18 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი 18-19 თებერვალს მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავს.

თბილისიდან გამგზავრების წინ მენაღარიშვილმა თქვა, რომ 18 თებერვალს შეხვდება თავის რუს კოლეგას იგორ ივანოვს და მოლაპარაკებას გამართავს საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხზე.

19 თებერვალს მენაღარიშვილი შეხვდება რუსეთის მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნიკის საქმეთა მინისტრს ილია კლებანოვს, რომელთანაც მისი ვიცე-პრემიერობის დროს იმართებოდა მოლაპარაკებები საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ბათუმიდან და ახალქალაქიდან ბაზების გასაყვანად მას 11 წლის ვადა ესაჭიროება, მაშინ როდესაც ქართული მხარე აცხადებს, რომ 3 წელი სავსებით საკმარისია ამისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button