ახალი ამბები

ვაზიანის ბაზიდან რადიოაქტიური ნივთიერება გაიტაცეს

(თბილისი, 18 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის სამი კონტეინერი გაიტაცეს.

კონტეინერების გატაცების ფაქტი დაადასტურეს თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ.

ცეზიუმ-137-ს გამოყენება შესაძლებელია ე.წ. “ბინძური ბომბების” დასამზადებლად. ამ ნივთიერების გამოსხივება იწვევს კანის კიბოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button