ახალი ამბები

პრეზიდენტები უახლოეს მომავალში შაჰდენიზის პროექტს განიხილავენ

(თბილისი, 18 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს, აზერბანჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები უახლოეს მომავალში ერთობლივ შეხვედრას ჩაატარებენ, სადაც ედუარდ შევარდნაძის თქმით, შაჰდენიზის პროექტს განიხილავენ.

როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუში აღნიშნა, იგი ამ პროექტის უმოკლეს ვადებში განხორციელების მომხრეა და აცხადებს, რომ შაჰდენიზის გაზსადენი საქართველოსთვის წარმატებული პროექტი იქნება.

პრეზიდენტების შეხვედრაზე მოხდება შაჰდენიზის პროექტის ოფიციალური სანქცირება. ამის შემდეგ დაიწყება პროექტის დეტალური დაგეგმარება და მშენებლობა. პროექტის მიხედვით, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის მიმართულებით გაივლის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button