ახალი ამბები

სამშვიდობოები ამბობენ, რომ მათი საგუშაგო დაცხრილეს

(თბილისი, 14 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსული საინფორმაციო საშუალებები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობო ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 13 ტებერვალს გამთენიისას დაიცხრილა მათი 301 საგუშაგო. მსხვერპლის ან დაშავებულთა შესახებ არაპერია ნათქვამი.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ დაცხრილვის ფაქტს.

იმავე დღეს ზუგდიდის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან უცნობმა პირებმა სამშვიდობოების სატვირთო მანქანას საწვავით სავსე ბოთლი ესროლეს. ისევ რუსული სააგენტოები იტყობინებიან, რომ დაიწვა მანქანის ტენტი. დაშავებულთა შესახებ არაფერია ცნობილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button