ახალი ამბები

“თბილავიამშენზე” ტენდერი ცხადდება

(თბილისი, 13 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – მარტის დასაწყისში სააქციო სსაზოგადოება “თბილავიამშენზე” ტენდერი გამოცხადდება. უკვე შედგენილია სატენდერო პირობები. “თბილავიამშენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ვაჟა თორდიას განცხადებით, ტენდერის გამოცხადება არ ნიშნავს მის პრივატიზებას.

“ტენდერის პირობებში ეს ნათლად ასახულია, ჩევნ არ გვინდა პატრონი, ჩვენ გვესაჭიროება პარტნიორი”, – განაცხდა დღეს “თბილავიამშენის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თორდიამ.
 
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელსაც თვითმფრინავმშენებლობის დარგში პროექტირების ან წარმოების არანაკლებ 15 წლის გამოცდილება გააჩნია, მათ შორის “სუ-25” ტიპის თვითმფრინავების.

ვაჟა თოდრიას განცხადებით კი, ასეთი გამოცდილება აღნიშნულ საწარმოს და რუსეთსს გააჩნია, თუმცა იგი ეჭვობს, რომ რუსეთის რომელიმე კომპანიამ ამ ტენდერში მონაწილეობა მიიღოს.

“რუსეთი ჩვენთან ურთიერთობაზე არ წამოვა, ვინაიდან საკუთარი პრობლემები გააჩნია ამ სფეროში”, – აცხადებს თორდია.

მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საწარმო მართვის უფლებით, 10 წლის ვადით გადაეცემა. კომპანიამ უნდა შეძლოს საწარმოს ძირითადი პროფილის შენარჩუნება, წარმოების მოცულობის გაზრდა მინიმუმ 40%-ით, მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდა და მათი ხელფასების 100%-ით მომატება.

ტენდერში მონაწილეებს 17 მარტამდე შეეძლებათ განაცხადის წარდგენა. დღეისთვის საწარმოს აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა.

ამჟამად საწარმო ამერიკული “მავერიკის” ტიპის თვითმფრინავების აწყობაზე მუშაობს. ასევე ხდება “სუ-25” ტიპის თვითმფრინავის აწყობა.

ამის გარდა, საწარმო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. აქ აწობენ მცირე ჰესებს, გათბობის ხელსაწყოებს.  

საწარმოს აქვს საერთაშორისო სერთიფოკატი, რომელიც ორი თვის წინ გაიცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button