ახალი ამბები

რუსეთი ცხინვალის რეგიონში შეიარაღების მობილიზაციას უარყოფს

(თბილისი, 7 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურმა ნიკოლაი კარმილცევმა უარყო დღეს საქართველოს ხელისუფლების ბრალდება, იმის თაობაზე, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონში მძიმე შეიარაღების მობილიზაციას ახორციელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცხინვალის რეგიონში გასული წლის დეკემბერში რუსეთიდან 13 ტე-62 ტიპის ტანკი იქნა შეყვანილი.

ცხინვალის რეგიონში მძიმე შეიარაღების მობილიზაციას ადასტურებეს ეუთოში აშშ-ის დელეგაციაც. ამერიკელმა დიპლომატმა დუგლას დავიდსონმა 30 იანვარს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button