ახალი ამბები

ბუში საქართველოს ტერორისტთა ერთ-ერთ სამიზნედ ასახელებს

(თბილისი, 7 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ერაყში თავს აფარებს ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც ალ-ქაიდას ერთ-ერთი ხემძღვანელი პირი უდგას სათავეში,” განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 6 თებერვალს.

“ეს დაჯგუფება ამზადებდა ტერორისტულ აქტებს საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ,” განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

5 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ალ ქაიდას ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ალ ზაქავიმ ევროპაში ტერორისტული ქსელი შექმნა, რომლის ერთი განშტოება პანკისის ხეობაშიც მოქმედებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button