skip to content
ახალი ამბები

მოლაპარაკებები რუს მშვიდობისმყოფელთა მანდატის თაობაზე

(თბილისი, 6 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საგანგებო დავალებათა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე დღეს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხედრებზე აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის თემაზე იმსჯელებენ.

ქართული მხარე სამ პირობას აყენებს მშვიდობისმყოფელთათვის მანდატის გახანგრძლივებისთვის, რომელიც გასული წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ამ პირობებს შორისაა: სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემის შეწყვეტა და სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის გაფართოება მთელ გალის რაიონზე, რათა დევნილების უსაფრთხო დაბრუნებისთვის გარანტიები შეიქმნას.

ქართული მხარე ასევე მოითხოვს გალის რაინოში ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციის შექმნას, რომელიც რაიონის მართვას საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელებს.

ქართული დელეგაცია მოსკოვში შეხვდება აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ვალერი ლოშინინს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button