ახალი ამბები

“ეი-ი-ეს – თელასი”-სთვის გაუგებარია შევარდნაძის განცხადება

(თბილისი, 3 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ეი-ი-ეს – თელასის” ხელმძღვანელობისთვის გაუგებარია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება კომპანიის ფინანსური პრობლემების თაობაზე.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში არ გამორიცხა, რომ კომპანიამ ფინანსური პრობლემების გამო, შესაძლოა, საქართველო დატოვოს.

“დღეისათვის კომპანიას არანაირი ფინანსური პრობლემა არ გააჩნია, კომპანიის ხელმძღვანელებისთვის პრეზიდენტის ეს განცხადება გაუგებარია და ინფორმაციის გავრცელების წყაროს ვერ ასახელებს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “ეი-ი-ეს – თელასის” ლობისტმა ირაკლი მელაშვილმა.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ კომპანიაში ასეთი პრობელმა არსებობდა, თუმცა “ეი-I-ეს”-მა მისი დაძლევა შეძლო.

კომპანიამ ასევე შეძლო გასული თვის დაგროვილი გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა, რამაც 4 მლნ ლარი შეადგინა. ამ მიზეზით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წინა კვირას ყადაღა დაადო კომპანიის ანგარიშს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button