ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ სამი ჩეჩენის სარჩელი დააკმაყოფილა

(თბილისი, 25 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამი ჩეჩენის: გელოგაევის, ალხანოვისა და ელხაჯიევის სარჩელი, რომლებმაც გააპროტესტეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს დადგენილება რუსეთში ამ ჩეჩნების ექსტრადიციის თაობაზე გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების სამართლიანობის შესახებ.

უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, საქმე განსახილველად რაიონულ სასამართლოს უბრუნდება იმ პირობით, რომ საქმეს სხვა მოსამართლე წარუძღვება. სარჩელის ხელახლა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ჩეჩნებს კვლავ საშუალება ექნებათ ის უზენაესში გაასაჩივრონ.

მოსამართლის მიერ განჩინების წაკითხვის შემდეგ საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის ერთ-ერთმა ლიდერმა ხიზრი ალდამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ. სასამართლომ აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო”.

გარდა ამისა, როგორც “სივილ ჯორჯიას” ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა მაკა ძამუკაშვილმა განუცხადა, უახლოეს დროში მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ უნდა განიხილოს დაკავებული ჩეჩნების სარჩელი პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნასთან დაკავშირებით.

3-5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის საზღვართან დააკავეს 13 შეიარაღებული პირი, რომელთა შორის 2 საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა და მათიო ექსტრადიციის საკითხს საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს. 13-დან 5 ოქტომბერში რუსეთის ხელისუფლებას გადასცეს. Dდანარჩენი დღემდე თბილისში წინასწარ პატიმრობასი იმყოფება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button