skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის მხარდამჭერმა ფრაქციებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს

(თბილისი, 19 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის მხარდამჭერმა ხუთმა ფრაქციამ დღეს პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.

ფრაქიები “სოციალისტები”, “ალიანსი ახალი საქართველოსთვის”, “მოქალაქეთა კავშირი”, “თანადგომა” და “აფხაზეთი” მოითხოვდნენ პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვას, რომელიც მშენებლობისა და ურბანიზაციის და ქონების მართვის სამინისტროების გაუქმებას ითვალისწინებს.

დეპუტატების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საკითხი საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ უნდა განიხილოს პარლამენტმა. მათი აზრით ასეთი საკითხის გადაწყვეტა დეტალური შესწავლის გარეშე დადებით შედეგებს არ გამოიღებს.

პრეზიდენტის წინადადებით, მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის და ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმა უნდა შეითავსონ. ხოლო ქონების მართვის სამინისტროსი – ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button