skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ჰელსინკის კომისია კონკორდატს აკრიტიკებს

(თბილისი, 18 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრები, რომლებიც ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდნენ, ამტკიცებენ, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებულ კონკორდატს “მთავრობასა და ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების საეჭვო სამართლებრივ სტატუსთან ერთად, რომელსაც არ გააჩნია არც სუვერენიტეტი და არც საერთაშორისო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, იქმნება სხვა მთელი რიგი პრობლემებიც”.

14 ოქტომბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ და კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობებს აკონკრეტებს. პარლამენტმა 203 ხმით ერთის წინააღმდეგ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა და ის ძალაში შევიდა.

“უპირველეს ყოვლისა ხელშეკრულება არათანასწორუფლებიან პირობებს უქმნის სხვა რელიგიურ დაჯგუფებებს”, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

კომისია ასევე შეშფოთებას გამოხატავს ზოგიერთი რელიგიური დაჯგუფების მიმართ ძალადობისა და დევნის სხვა ფორმების გამო და საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დაპატიმრებისა და დასჯისკენ მოუწოდებს.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ამერიკელი კონგრესმენები შევარდნაძეს რელიგიური ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებენ

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button