skip to content
ახალი ამბები

ახალი პარტია რუსეთთან მჭიდრო კავშირების მომხრეა

(თბილისი, 18 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოში 17 დეკემბერს ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა სახელწოდებით “დათვი”, რომლის ხელმძღვანელიცაა “მხედრიონის” ყოფილი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი.

პარტიის დამფუძნელებელ ყრილობაზე თემურ ხაჩიშვილმა რუსეთთან ახლო კავშირების დამყარებისა და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების არსებობის ვადის გახანგრძლივების მოწოდება გააკეთა.

მიმდინარე წლის ზაფხულში ხაჩიშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, სადაც ის სასჯელს იხდიდა შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტში მონაწილეობისთვის.

ივლისში წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთად შეიკრიბნენ პროტესტის გამოსახატად პატიმრობიდან “მხედრიონის” ყოფილი ლიდერების გათავისუფლების წინააღმდეგ, რომლებიც სასჯელს სხვადასხვა მძიმე დანაშაულებების გამო იხდიდნენ, მათ შორის ტერორისტული საქმიანობისთვისაც.

ხაჩიშვილსი გათავისუფლება პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ შეაფასა, როგორც სახელმწიფოს კრიმინალიზაციის მცდელობა.

პარტიის დამფუძნელებელ ყრილობაზე გამოსვლისას 17 დეკემბერს თემურ ხაჩიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც თანამშრომლობა გადაწყვიტეს სახელმწიფოსა და საზოგადოების კრიმინალიზაციის აღსაკვეთად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button