skip to content
ახალი ამბები

საქართველო უარყოფს ცნობებს საზღვარზე გადასვლისთვის ჩეჩენთა მზადების შესახებ

(თბილისი, 18 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა 17 დეკემბერს უარყო ცნობები იმის თაობაზე, თითქოს ჩეჩენთა ჯგუფი საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად ემზადება.

რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, რომ თითქოს 40-მდე ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის ხელმძღვანელობით საქართველოდან ინგუშეთში გადასვლას აპირებს.

ქართული სასაზღვრო უწყება აცხადებს, რომ არც ეუთო-ს დამკვირვებლებმა და არც რუსმა მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს არაფერი შეატყობინეს საზღვარზე რაიმე ჯგუფის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. რამდენიმე ხნის წინ ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მესაზღვრეებმა ინფორმაცია უნდა გაცვალონ საზღვარზე კონტროლის განმტკიცების ზომების ფარგლებში.

ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფ საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების არსებობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button