skip to content
ახალი ამბები

რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს სოხუმის მთავრობის ახალ პრემიერთან

(თბილისი, 13 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ვალერი ლოშინინი 12 დელემბერს სოხუმის მთავრობის ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს გენადი გაგულიას შეხვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სამშვიდობო პროცესის გააქტიურების შესახებ შეთანხმდნენ.

გენადი გაგულიამ, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაინიშნა თვითგამოცხადებული აფხაზეტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად, რუსულ გაზეთ “იზვესტიასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანია ურთიერთობების გაღრმავება რუსეთთან და არა საქართველოსთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button