skip to content
ახალი ამბები

ყოველწლიურად 20 მილიონამდე დოლარი იკარგება ენერგოსისტემაში

(თბილისი, 12 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 11 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ყოველწლიურად ქვეყანა 20 მილიონამდე დოლარს კარგავს ენერგოსისტემაში გარკვეული დაჯგუფებების დანაშაულებრივი ქმედებების გამო.

მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში შექმნილ ენერგოკრიზისს განიხილავდნენ. სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს დავით მირცხულავას სამინისტროში საკადრო ცვლილებების გატარება დაავალა.

გასულ კვირას პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ენერგოსისტემის რეაბილიტაციაზე 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა იმ დროს, როცა გრანტების სახით ენერგოსისტემამ 400 მილიონამდე დოლარი მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button