skip to content
ახალი ამბები

თურქმენეთში 16 დაკავებულთა შორის 4 ქართველია

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ინტერნეტ-ჟურნალ “ტურკმენისტან.რუ”-ს აშხაბადელი კორესპონდენტი იტყობინება, რომ დღეს თურქმენეთის შსს-ში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო ინფორმაციის განყოფილების უფროსმა სერდად დურდიევმა ჟურნალისტებს გუშინ მომხდარი ინციდენტის გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებზე გასცა პასუხი.

როგორც დურდიევმა განაცხადა, თურქმენეთის ლიდერზე საფარმურატ ნიაზოვზე თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 16 ადამიანი, რომელთაც თურქმენეთის მოქალაქეობა არ აქვთ, და მათ შორის ოთხი ეროვნებით ქართველია. ცნობაში არაფერია ნათქვამი, ეს დაკავებულები არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა გომელაურმა “სივილ ჯოირჯიას” კორესპონდენტს აცნობა, რომ თურქმენ სამართალდამცავებს ოფიციალურად არ მიუმართავთ ქართული მხარისთვის. გომელაურის თქმით, თუ თურქმენეთის ხელისუფლება ქართველ სამართალდამცავებსინფორმაციის მისაღებად ან სხვა მიზეზებით მიმართავს, თურქმენ კოლეგებს ქართული მხარე საჭირო დახმარებას აღმოუჩენს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button