ახალი ამბები

საქართველო სამცხე-ჯავახეთში ჩეჩენი მებრძოლების ყოფნას უარყოფს

(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სანამ საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ერევანში შეხვედრებს მართავს, სომხური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ჩეჩენ მებრძოლთა ჯგუფი საველე მეთაურის რუსლან გელაევის მეთაურობით სამცხე-ჯავახეთში იმყოფება.

საქართველოს უშიშროების მინისტრი კატეგორიულად უარყოფს რეგიონში ჩეჩენი მებრძოლების ყოფნას და ამბობს, რომ ეს ცნობები პროვოკაციას ემსახურება. 30 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩეჩენი მებრძოლები საერთოდ აღარ იმყოფებიან.

საქართველოს უშიშროების მინისტრმა მის სომეხ კოლეგასთან ერთად სამცხე-ჯავახეთში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა.

 

მსგავსი/Related

Back to top button