ახალი ამბები

ბრიტანეთი საქართვე-ლოში სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავს

(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 1 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა, რომ მან სერ ბრაიან ფოლი საქრთველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, იუწყება ბრიტანეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო.

“მე თავდადებული ვარ იმისათვის, რომ გზა გამოვნახო საქართველოს დასახმარებლად, რათა ის განვითარდეს, იყოს სტაბილური და მის მეზობლებთან ჰარმონიულად ცხოვრება შეძლოს. სწორედ ამიტომ ვარ მოხარული, რომ ამ პოსტზე სერ ბრაიანს ვნიშნავ. სერ ბრაიანის გამოცდილება და მისი დიპლომატიური უნარ-ჩვევები საოცრად დაეხმარება მას მისი ახალი მოვალეობის შესრულებაში”, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ.

საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფში სერ ბრაიანი ასევე დიდი ბრიტანეთის უფროსი წარმომადგენელი იქნება. სერ ბრაინმა ეს თანამდებობა 1 ოქტომბერს დაიკავა.

1962-1995 წლებში სერ ბრაიანი რუსეთში დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ კორპუსში მსახურობდა. იყო ასევე დიდი ბრიტანეთის ელჩი რუსეთში, ხოლო 1995 წლის სექტემბრიდან 2002 წლამდე ოქსფორდში ლედი მარგარეტ ჰოლის დირექტორი იყო.

მსგავსი/Related

Back to top button