ახალი ამბები

სამართალდამცავი სისტემის რეფორმის პროექტი პრეზიდენტს წარუდგინეს

(თბილისი, 1 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – უახლოს დღეებში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის რეფორმის პროექტს. ეს პროექტი 1 ოქტომბერს პრეზიდენტს გადასცეს იმ კომისიის წევრებმა, რომელიც მის შემუშავებაზე მუშაობდნენ.

კომისიის ხელმძღვანელის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ლადო ჭანტურიას თქმით, პროექტის შექმნა რევოლუციური მნიშვნელობისაა, რადგან, ამ პროექტის თანახმად, ძირეულად შეიცვლება საბჭოთა ტიპის სამართალაღსრულების სისტემა.

როგორც შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, კომისიის ყველა წევრი, ვინც ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა, მის შინაარსს ეთანხმება და მიესალმება დაგეგმილ ცვლილებებს.

ლადო ჭანტურიამ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ პროექტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა ანაზღაურებას, რადგან არასაკმარისი ანაზღაურება ხშირად ხდება კორუფციის წყარო.

მსგავსი/Related

Back to top button