ახალი ამბები

ნაციონალებისა და ედპ-ს ახალი ინიციატივა

(თბილისი, 1 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ახალმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოუწოდეს, რომ დაელოდონ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების გადათვლას და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ხელი არ შეუშალონ ახალი საკრებულოს მუშაობის დაწყებას.

ცსკო-ს თავმჯდომარის ჯუმბერ ლომინაძის მონაცემებით, ხმების გადათვლა, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება და შედეგებიც მაშინ გამოქვეყნდება.

2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ სასამართლომ დააკმაყოფილა ახალი ნაციონალური მოძრაობის სარჩელი და ცსკო-ს თბილისში ჩატარებული არჩევნების შედეგების გადათვლა დაავალა. ხმების გადათვლა 30 ივლისს დაიწყო.

სასამართლო გარჩევებისა და ხმების გადათვლის პროცესის გაჭიანურების გამო თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა დღემდე ვერ შეუდგა მუშაობას, რაც 24 ივნისისთვის იყო დაგეგმილი. ძველ შემადგენლობას კი უფლებამოსილებები დიდი ხანია ამოეწურა.

მსგავსი/Related

Back to top button