ახალი ამბები

ბურჯანაძე მადრიდში აფხაზეთზე ისაუბრებს

(თბილისი, 1 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მადრიდში გაემგზავრა, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

მადრიდში ბურჯანაძე სიტყვით გამოვა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ესპანეთში პარლამენტის თავმჯდომარეს თან ახლავს ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია.

საქართველოს დელეგაცია თბილისში 7 ოქტომბერს დაბრუნდება.

მსგავსი/Related

Back to top button