
ახალი ამბები
რუდოლფ პერინა შერვარდნაძეს აფხაზეთთან დაკავშირებით ახალ წინადადებებს გადასცემს
(თბილისი, 1 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგანგებო დავალებათა ელჩი რუდოლფ პერინა, რომელსაც სახელმწიფო კანცელარიაში დღეს საღამოს მიიღებენ.
ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, პერინამ საქართველოში ამერიკის ადმინისტრაციის ახალი წინადადებები ჩამოიტანა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ბოლო გამწვავებისა და ამ დაძაბულობის მოხსნაზე მიმართული ბუშის ადმინისტრაციის მცდელობების შემდეგ ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში აქტიურად ჩართვას აპირებს.