ახალი ამბები

აშშ მიესალმაბა საქართველოს სამხედრო აქციას პანკისში

(თბილისი, 1 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით ქართველთა სამხედრო აქციას, რომელიც პანკისის ხეობის ტერორისტებისაგან გაწმენდას ისახავს მიზნად”, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 30 სექტემბერს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი ინიციატიავა არის, მნიშვნელოვანი ოპერაცია, რომელსაც ისინი ატარებენ”, დასძინა მან.

“ჩვენ რეგულარული კონტაქტები გვაქვს რუს და ქართველ მაღალი თანამდებობის პირებთან. ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ ორმხრივ თანამშრომლობას, რათა ამ არეალში სტაბილური და მშვიდობიანი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ჩვენ ამას კვლავაც ვაგრძელებთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი მონახავენ თანამშრომლობის გზებს”, განაცხადა ბაუჩერმა.

30 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლები და კრიმინალური ბანდები აღარ იმყოფებიან. შევარდნაძის თქმით, მათ ხეობა ერთი თვის წინ დატოვეს, როდესაც 25 აგვისტოს ანტიკრიმინალური ოპერაცია დაიწყო პანკისში. 

მსგავსი/Related

Back to top button