ახალი ამბები

აშშ რუსული ბაზების გასაყვანად ფულს გამოყოფს

(თბილისი, 1 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 30 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციას (ეუთო) გამოუყო თანხები საქართველოსა და მოლდოვისათვის, რათა მხარი დაუჭიროს სტამბულის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას რუსული ბაზების გაყვანის თაობაზე.

ეუთო-ში აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილემ დუგლას დევიდსონმა გამოხატა შეერთებული შტატების “ღრმა შეშფოთება სტამბულის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო. აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხები უზრუნველყოფს ფინანსური ბარიერის მოხსნას”.

შეერთებული შტატები 625 000 აშშ დოლარს გამოუყოფს ეუთო-ს საქართველოსათვის. ეს შეერთებული შტატების პირველი შენატანია ამ მიზნით და მისი მიზანი რუსეთს ბაზების ბათუმისა და ახალქალაქიდან გაყვანაში დაეხმარება.

დავიდსონის თქმით, “[აშშ] მოუწოდებს მხარეებს გამოყოფილი თანხები სწრაფად და კონკრეტული ქმედებებისათვის გამოიყენონ, აგრეთვე მოუწოდებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, რათა გააგრძელონ სტამბულის სამიტზე აღებული ვალდებულებების შესრულება”.

1999 წელს ეუთო-ს სტამბულის სამიტზე რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ბაზების გაყვანის ვალდებულება აიღო.  

მსგავსი/Related

Back to top button