ახალი ამბები

ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ პანკისში ბოევიკები აღარ არიან

(თბილისი, 27 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პანკისში ბოევიკები აღარ არიან, – ამის შესახებ, “რუსთავი-2”-ის ცნობით, დღევანდელ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დასრულდა ანტიკრიმინალური ოპერაციის მესამე აქტიური ფაზა და ახლა სამართალდამცავები გადავლენ კონკრეტული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით მოქმედებებზე.

ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში 25 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ოპერაციის მესამე აქტიური ფაზის დროს ხეობის სოფლებში ჩატარდა ე. წ. “წმენდის” ოპერაციები. დაკავეეს კრიმინალურ დანაშაუელბში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი, ასევე რამდენიმე ჩეჩენი, რომელთა დიდი ნაწილი ლტოლვილთა მოწმობების წარმოდგენის შემდეგ გათავისუფლებული იქნა.

მსგავსი/Related

Back to top button