ახალი ამბები

საქართველო უარყოფს რომ რუსეთთან პანკისში ერთობლივ ღონისძიებებზე შეთანხმდა

(თბილისი, შეპტემბერ 7, 2002, ჩივილ Gეორგია) – შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე რომ თითქოს საქართველოსა და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა პანკისში ერთობლივი ოქერატიული და სამძებრო ღონისძიებების ჩატარების საკითხი განიხილეს.

დღეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბორის გრიზლოვზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა რომ თითქოს ბაქოში გამართული შეხვედრისას, სადაც დსთ-ს წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტი გაიმართა, ორი ქვეყნის მინისტრი პანკისში ერთობლივ ღონისძიებებზე შეთანხმდენენ.

“საუბარია მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის გაცვლაზე. ერთობლივი ღონისძიებები პანკისში არ განხილულა,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პაატა გომელაურმა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button