ახალი ამბები

სი-ბი-ეს-ის ცნობით, 11 სექტემბრის მოვლენების კვალი საქართველოშიც ნახეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 5 სექტემბერი, 2002) – ამერიკული ტელეკომპანია სი-ბი-ეს-ის ცნობით, “გასული წლის 11 სექტემბერს 9:53 წუთზე, გატაცებული თვითმფრინავის პენტაგონზე დაჯახებიდან 15 წუთის შემდეგ, ეროვნული უშიშროების სააგენტომ, რომელიც მსოფლიო საკომუნიკაციო სისტემას აკონტროლებს, დააფიქსირა სატელეფონო ზარი, რომელიც ავღანეთიდან ოსამა ბინ ლადენის ერთ-ერთმა თანამოაზრემ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში – საქართველოში გააკეთა”.

სი-ბი-ეს-ის თანახმად, ავღანეთში მყოფმა მეორეს უთხრა, რომ “კარგი ამბები ჰქონდა” და კიდევ ერთი სამიზნე მზადდებოდა; “ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ფლობდა ინფორმაციას კიდევ ერთი თვითმფრინავის შესახებ, რომელიც პენსილვანიაში ჩამოვარდა და რომელსაც ვაშინგტონისკენ ჰქონდა აღებული გეზი”.

ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ფილიპ რამბლერმა არ გამორიცხა, რომ ალ ქაიდასთან დაკავშირებული ავღანელი ტერორისტები შესაძლოა პანკისის ხეობას აფარებდნენ თავს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button