ახალი ამბები

მძევლების გათავისუფ-ლება ძალოვანთათვის პრიორიტეტულია

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 31 აგვისტო, 2002) – “ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტულია მძევლების გათავისუფლება, რომლებიც სავარაუდოდ პანკისის ხეობაში იმყოფებიან. ესენი არიან ბრიტანელი პიტერ შოუ და მამა ბასილი”, განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას უშიშროების სამინისტროს პრესმდივანმა ნიკა ლალიაშვილმა.

ანტიკრიმინალური ოპერაცია, რომელიც პანკისში 25 აგვისტოს დაიწყო, სამ ფაზას მოიცავს: ბლოკპოსტების განლაგება, ინფორმაციის მოპოვება და კრიმინალების დასაკავებლად მიმართული აქტიური ღონისძიებები.

ოპერაციის განხორციელება უშუალოდ შს მინისტრს კობა ნარჩემაშვილს აქვს დავალებული. ნიკა ლალიაშვილის თქმით, ოპერაციის პირველი ფაზა ჯერ არ დასრულებულა და უცნობია, თუ როდის დაიწყება მისი მეორე და მესამე ეტაპები.

ოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი არაბი და ერთი ქართველი კრიმინალი დააკავეს.

Back to top button