ახალი ამბები

ლოშინინი კოკოითის შეხვდა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 31 აგვისტო, 2002) – 30 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმირ ლოშინინი სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითის შეხვდა. ამის შესახებ იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტი.

ლოშინინისა და კოკოითის შეხვედრაზე ისაუბრეს სამხრეთ ოსეთში შექმნილ მდგომარეობაზე, ასევე ქართულ-ოსური კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესის გაგრძელებაზე.

Back to top button