ახალი ამბები

დიპლომატიური კორპუსი პანკისის ხეობაში ჩადის

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 30 აგვისტო, 2002) – დღეს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში ჩადიან. მათ თან ახლავთ უცხოელი ჟურნალისტები.

ამის გამო ხეობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. უცხოელი სტუმრები საპოლიციო საგუშაგოებს დაათვალიერებენ და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილები პანკისის ხეობაში 25 აგვისტოს შევიდა ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩასარტარებლად.

მსგავსი/Related

Back to top button