
ლეონიდ კუჩმა ოპტიმისტურად უყურებს სუუამ-ის განვითარებას
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 30 აგვისტო, 2002) – უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა თვლის, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სუუამ-ის შემდგომი განვითარებისთვის და ამ ორგანიზაციის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისთვის.
“რია ნოვოსტის” ცნობით, 28 აგვისტოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესთან თედო ჯაფარიძესთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა კიევის მზადყოფნა საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების გასაღრმავებლად. ამასთან მან დადებითად შეაფასა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა.
კუჩმას აზრით, საქართველოს თავმჯდომარეობა სუუამ-ში ხელს შეუწყობს იალტის ივლისის სამიტის გადაწყვეტილებების რეალიზაციას და ამ ორგანიზაციის ფარგლებში საქმიანობის აქტივიზაციას.