ახალი ამბები

რუსეთი ეუთო-ს საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის წინაღმდეგია

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 30 აგვისტო, 2002) – 28 აგვისტოს საქართველომ ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე ეუთო-ს შესთავაზა 23 აგვისტოს საქართველოს ტეროტორიის დაბომბვის სამხრივი კომისიის მიერ გამოძიება საქართველოს, რუსეთისა და ეუთო-ს მონაწილეობით. რუსეთი ეუთო-ს მონაწილეობის წინააღმდეგ გამოვიდა.

საქართველოს წარმომადგენელმა ეუთო-ში გიგა ბურდულმა “რუსთავი 2”-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ ეუთო-ს საზღვრის მონიტორინგის ჯგუფი მკაცრად გააკრიტიკა და ერთობლივ საგამოძიებო კომისიაში ეუთო-ს ჩართვას არ დაეთანხმა.

ბურდულის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები კიდევ გაიმართება.

ამავდროულად საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ ოფიციალური შეკითხვით მიმართა რუსეთის გენერალურ პროკურორს უსტინოვს, თუ რომელი სამხედრო ბაზიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა დაბომბეს საქართველოს ტერიტორია და ვისი  ბრძანებით.

საქართველოს ტერორიტორია 23 აგვისტოს რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა”ერთი ადამიანი გარდაიცვალა და შვიდი დაჭრილია. რუსული მხარე დაბომბვის ფაქტს უარყოფს.
 

მსგავსი/Related

Back to top button