ახალი ამბები

საპროტესტო აქცია ცხინვალის რეგიონში

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 აგვისტო, 2002) – 29 აგვისტოს დილის 9 საათზე სოფელ ქურთას პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი უცნობმა პირებმა სასტიკად ცემეს. უკანასკნელ ხანებში ეროვნებით ქართველი მოსახლეობის დაჩაგვრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. 

ცხინვალის რეგიონის სოფელ ქურთაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე ქართული სოფლის მაცხოვრებლები არიან შეკრებილები. ისინი ორი კვირის წინ მოტაცებული ქართული სამშვიდობო ძალების ვიცე-პოლკოვნიკის ზურაბ დურგლიშვილის მოძებნას მოითხოვენ.

მოსახლეობა საქართველოსა და თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მთავრობებს მოუწოდებს, რომ წესრიგი დაამყარონ რეგიონში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

მსგავსი/Related

Back to top button