ახალი ამბები

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის მესამე ფაზა დაიწყო

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 აგვისტო, 2002) – 11 საათზე კრწანისის სასწავლო ცენტრში “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მე-3 ფაზის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე დაესწრნენ.

“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მე-3 ფაზა საშტაბო სწავლებების ტაქტიკური სწავლებებით შეცვლას ითვალისწინებს. სწავლებას 400 ქართველი სამხედრო გაივლის.

“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა ამერიკის მთავრობის დახმარებით მიმდინარეობს, რისთვისაც შეერთებული შტატებმა 64 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო.

Back to top button