ახალი ამბები

რუსეთის გენპროკურატურა 13 ჩეჩენის გადაცემას ითხოვს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 აგვისტო, 2002) – რუსეთის გენპროკურატურა 13 დაკავებული ჩეჩენის გადაცემას მოითხოვს. რუსულმა მხარემ საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაკავებული ჩეჩნების შესახებ 700 გვერდიანი მასალა გამოუგზავნა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პაატა რცხილაძის თქმით, გადმოგზავნილი მასალის შესწავლა მიმდინარეობს. ამასთანავე, დაკავებულთა ადვოკატებმა მასალის გაცნობა მოითხოვეს. რცხილაძის განცხადებით, ქართული მხარე საბოლოო პასუხს რუსეთის გენერალურ პროკურატურას უახლოეს მომავალში გაუგზავნის.

ქართველმა მესაზღვრეებმა 13 ჩეჩენი მამაკაცი 3-5 აგვისტოს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისათვის დააკავეს.

მსგავსი/Related

Back to top button