ახალი ამბები

საქართველომ პუტინის წინადადება არ მიიღო

“ლაპარაკიც კი ზედმეტია პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციაში ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე”, – განაცხადა 28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ.

ამ განცხადებამ მას შემდეგ გაიჟღერა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ფაქტიურად, საქართველოს პანკისის ხეობიდან ჩეჩენი მებრზოლების გაძევებაში დახმარება შესთავაზა.

იმნაძის თქმით, საქართველო “საკუთარი ძალებით განაგრძობს და ბოლომდე მიიყვანს ოპერაციას პანკისის ხეობაში და გაწმენდს მას კრიმინალური ელემენტებისა და ტერორისტებისგან”.

Back to top button