ახალი ამბები

ქართული ჯარი პირაქეთა ხევსურეთში შევიდა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 აგვისტო, 2002) – 28 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალები პირაქეთა ხევსურეთში შევიდნენ. ქართული ჯარი სოფელ ბარისახოსთან ახლოს დაბანკდა და საგუშაგოები გახსნა. თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ბარისახოში დღეს თავად ჩავიდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას დავით თევზაძემ განაცხადა, რომ  ჯარების პირაქეთა ხევსურეთში შეყვანა გეგმიური სამხედრო წვრთნების ნაწილია, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ატარებს.

ხევსურეთი ჩეჩნეთს ესაზღვრება, საიდანაც რუსი სამხედროების მტკიცებით, ჩეჩენი მებრძოლები რუსეთში გადადიან.

თავდაცვის სამინისტრომ ფართომასშტაბიანი სწავლებები 25 აგვისტოს პანკისის ხეობის ძირში სოფელ ფიჩხოვანშიც დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს წვრთნების პარალელურად, პანკისის ხეობაში შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილები არის შეყვანილი, რომლებიც ანტიკრიმინალურ ოპერაციას ახორციელებენ ხეობაში.

მსგავსი/Related

Back to top button