ახალი ამბები

პუტინს ქართველების მხრიდან გაუგებრობები აღელვებს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მღელვარება გამოხატა საქართველოში რუსეთის პარტნიორებთან ურთიერთქმედების არასებობისა და გაუგებრობების გამო. “რია ნოვოსტის” ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ “განსაკუთრებით საგანგაშო უშუალოდ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შექმნილი სიტუაცია კი არ არის, არამედ ურთიერთქმედების უქონლობა და გაუგებრობები ჩვენს პარტნიორებთან საქართველოში”.

“სულ ახლახანს ტელევიზორების ეკრანებიდან გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოში არანაირი ტერორისტები არ არიან. შემდეგ აღიარეს, რომ თურმე არიან. შემდეგ იფიქრეს და თქვეს, რომ ისინი კარგები არიან, უმაღლესი განათლებით. შემდეგ გაირკვა, რომ ეს უმაღლესი განათლების მქონე პირები ნარკოვაჭრობით არიან დაკავებული, იარაღით ვაჭრობით, ხოცავენ და იტაცებენ ადამიანებს”, – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული საქართველოს ხელმძღვანელობის მოქმედებები “ეს არ არის ილუსტრაცია, არამედ სურვილია, რომ მთელი ტერიტორია ტერორისტებისგან გაწმინდონ”. “ამ საკითხში ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ”, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი/Related

Back to top button