
ახალი ამბები
პოლიციელთა სარეზერვო ჯგუფები ახმეტის რაიონს ტოვებენ
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით სააგანტო “ინტერფაქსმა” გაავცრელა ინფორმაცია, რომლის თანამხად, 500 პოლიციელმა სარეზერვო ჯგუფიდან ახმეტის რაიონი დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიოერთობის სამსახურის უფროსმა პაატა გომელაურმა აღნიშნული ინფორმაცია ვერ დაადასტურა. “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მან განაცხადა, რომ “არ არის გამორიცხული, რომ გუშინ საღამოს სარეზერვო ჯგუფებიდან პოლიციელთა გარკვეულ რაოდენობას დაეტოვებინა რეგიონი. თუმცა, პანკისის ხეობაში არსებული შინაგანი ჯარების შემადგენლობა უვცლელია”.
25 აგვისტოს პანკისის ხეობაში შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილები შევიდა ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩასატარებლად. ძალოვანი უწყებების მინისტრთა განცხადებით, სიტუაცია პანკისის ხეობაში სტაბილურია.