ახალი ამბები

პანკისში სიწყნარეა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყებიდან ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ოპერაცია მშვიდად მიმდინარეობს, – აცნობა 28 აგვისტოს “სივილ ჯორჯიას” სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებსთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ნიკა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, პანკისის ხეობის მოსახლეობა გაგებით ხვდება მიმდინარე ოპერაციას და ენთუზიაზმს გამოხატავს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრობლებთან შეხვედრისას.

ლალიაშვილის აზრით, საქართველოს საკმარისი ძალები აქვს იმისათვის, რომ პანკისში სიტუაცია მოაწესრიგოს.

25 აგვისტოს პანკისის ხეობის დასახლებულ პუნქტებში შინაგანი ჯარების დამატებითი ძალები შევიდნენ. თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები ანტიკრიმინალურ ოპერაციაში მონაწილეობას არ იღებენ.

მსგავსი/Related

Back to top button