ახალი ამბები

ევროკავშირი პიტერ შოუს საქმის გამოძიებას მოითხოვს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – ევროკავშირი კიდევ ერთხელ აფრთხილებს ქართულ მხარეს, რომ, თუ ბრიტანელი პიტერ შოუს საქმე გამოძიებეული არ იქნება, მაშინ ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება საქართველოს შეუწყდება.

ევროკავშირის სანქციების შემთხვევაში საქართველო მიმდინარე წელს 23 მილიონ ევროს დაკარგავს.

18 ივნისს საღამოს ბრიტანელი ბანკირი პიტერ შოუ სახლის წინ 7 სეიარაღებულმა უცნობმა მოიტაცა. პიტერ შოუ აგრობიზნესბანკის ერთ-ერთი დირექტორი იყო საქართველოში.

მსგავსი/Related

Back to top button