ახალი ამბები

რუსი მესაზღვრეები საქართველოს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – რუსეთის ჩრდილოკავკასიის სასაზღვრო სამსახურმა ბრალი დასდო საქართველოს, რომ 27 აგვისტოს საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართულებით ცეცხლი იქნა გახსნილი. რუსეთის ჩრდილოკავკასიის სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს საპროტესტო წერილი გამოუგზავნა.

საქართევლოს საზღვრის დაცვის პრეს-სამსახური აღნიშნულ ინფომაციას კატეგორიულად უარყოფს. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ეუთო-ს დამკვირვებლები იმყოფებიან, რომლებიც ასევე დაადასტურებენ ქართული მხრის პოზიციას.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა აგრეთვე უარყო რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს ტერიტორიიდან პატარ-პატარა ჯგუფებად ჩეჩენი მებრძოლები რუსეთის საზღვრისაკენ მიიწევენ.

მსგავსი/Related

Back to top button