ახალი ამბები

თბილისმა მოსკოვს ერთობლივი გამოძიება შესთავაზა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური წინადადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას ერთობლივი კომისიის შექმნის თაობაზე 23 აგვისტოს მომხდარი დაბომბვის ფაქტის გამოსაძიებლად.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა გამოძიების დასაწყებად, რომელიც ამ ბარბაროსულ აქტში დამნაშავეებს დაადგენს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგებელთა განცხადებით, რუსეტის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი რეგიონში მყოფმა ეუთო-ს დამკვირვებლებმაც დაადასტურეს. მოსკოვში თბილისის ბრალდებებს უარყოფენ.

Back to top button