ახალი ამბები

სოხუმის ხელისუფლებამ გაერო-სა და რუსეთს მიმართა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-სა და რუსეთს მიმართა თხოვნით, რომ ზემოქმედება მოახდინონ საქართველოს ხელმძღვანელობაზე აფხაზეთში საომარი მოქმედებების აღკვეთის მიზნით, – იტყობინება “ინტერფაქსი”.

“საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ ქართული მხარე მორიგი აგრესიისთვის ემზადება”, – აღნიშნულია სოხუმიდან გაგზავნილ დოკუმენტში.

“აგრესიის პირველ ეტაპზე შესაძლოა აამოქმედონ კოდორის ხეობაში განლაგებული შეიარაღებული ფორმირებები და საერთაშორისო ტერორისტები პანკისის ხეობიდან”, – ნათქვამია მიმართვაში.

Back to top button