ახალი ამბები

პრეზიდენტი პანკისის ხეობაში ჩავიდა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – პრეზიდენტი შევარდნაძე დღეს ახმეტის რაიონში ჩავიდა გურამ ოტიაშვილის დასაფლავებაზე დასასწრებად, რომელიც 23 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. პრეზიდენტმა დაღუპული ოჯახის ნათესავებს მიუსამძიმრა, იუწყება ტელეკომპანია “რუსთავი 2”.

პრეზიდენტს თან ახლდნენ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და რამდენიმე უწყების მინისტრი.

ამის შემდეგ, პრეზიდენტი მინისტრებთან ერთად პანკისის ხეობაში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

პრეზიდენტის ჩასვლამდე ხეობაში შიანაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები იმყოფებოდნენ 26 აგვისტოს. მათი თქმით, 25 აგვისტოს დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს  და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

 

Back to top button