ახალი ამბები

პანკისის ხეობაში უსაფრთხოება საქართველომ უნდა უზრუნველყოს – ბაუჩერი

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – პანკისის ხეობაში უსაფრთხოება, პირველ რიგში, თვითონ საქართველომ უნდა უზრუნველყოს, ხოლო რუსეთმა ამ საკითხში მასთან უნდა ითანამშრომლოს, – ამის თაობაზე, “ინტერფაქსის” ცნობით, 26 აგვისტოს პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა.

რუსეთი მუდმივად მოითხოვს საქართველოსგან პანკისში ერთობლივი საომარი ოპერაციის ჩატარებას, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის კატეგორიულ უარს აცხადებს. 25 აგვისტოს კი პანკისის ხეობის დასახლებულ პუნქტებში საქართველოს შინაგანი ჯარების დამატებითი ძალები შევიდნენ.

Back to top button