ახალი ამბები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 25% გადათვალა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგების მხოლოდ 25% გადათვალა. საბოლოო შედეგები სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხელახალი გადათვლის შედეგად თავდაპირველად მიღებული მონაცემები დიდად არ შეცვლილა.

თბილისში 2 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგები რამდენიმე პარტიამ გაასაჩივრა და ბიულეტენების ხელახალი გადათვლა მოითხოვა. სასამართლოში სარჩელი გამარჯვებულმა “ლეიბორისტული” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმაც შეიტანეს. 

მსგავსი/Related

Back to top button